დორტმუნდის „ბორუსია“ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალშია. 1/8-ფინალის პირველ მატჩში გერმანელებმა სტუმრად ნიდერლანდების პსვ-სთან 1:1 ითამაშეს, ხოლო საპასუხო დაპირისპირებაში სასურველი ანგარიში დააფიქსირეს და ტურნირში ასპარეზობას განაგრძობენ.
შეხვედრის მე-3 წუთზე ჯეიდონ სანჩომ საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა და ანგარიში გახსნა. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე პსვ-ს მცველს თავის ნახევარზე ბურთის მოგერიება უნდოდა, მაგრამ დაეცა და მეკარესთან პირისპირ გასულმა მარკო როისმა წერტილი დასვა – 2:0.
ედინ ტერზიჩმა „ბორუსია“ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში მეორედ გაიყვანა. მანამდე, იმავე დორტმუნდელებთან ერთად ოტმარ ჰიტცფელდმა და იურგენ კლოპმა მოახერხეს.
ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში “რეალი”, “ბარსელონა”, “ატლეტიკო”, “არსენალი”, “მანჩესტერ სიტი”, “ბაიერნი”, “დორტმუნდი”, “პარი სენ ჟერმენი” ითაამაშებენ.
ლაშა თაბაგარი





