
„ბორდომ“, რომელშიც ზურიკო დავითაშვილი გამოდის. საფრანგეთის ლიგა 2-ის 28-ე ტურში თავის მოედანზე ერთ-ერთ აუტსაიდერ „რუანს“ ვერ აჯობა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო გუნდები ერთმანეთს უგოლო ფრეზე გაიეყარნენ. „ბორდო“ 37 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-13 ადგილზეა.
იტალიის სერია B-ს 29-ე ტურში „კრემონეზემ“ შინ სატურნირო ცხრილში უშუალო კონკურენტ „კომოს“ 2:1 აჯობა. თუმცა, მასპინძლების წარმატებაში საქართველოს ეროვნული გუნდის მცველ ლუკა ლოჩოშვილს თავისი წვლილი არ შეუტანია. ის თადარიგში იყო და თამაშში არ ჩართულა. „კრემონეზე“ 56 ქულით 20-გუნდიან გათამაშებაში მე-2 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი




