გიორგი ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში „უოტფორდის“ სასტარტო შემადგენლობაში ინგლისის ჩემპიონშიფში კიდევ ერთი შეხვედრა ჩაატარა. 37-ე ტურში უოტფორდელებმა „ქოვენთრი“ მიიღეს და მიუხედავად იმისა, რომ იგებდნენ, საბოლოოდ ქულაც ვერ აიღეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველს პირველი ტაიმის მიწურულს მეტოქე მცველი ეუხეშა და ის შესვენებაზე შეცვალეს.
მატჩის შემდეგ, „უოტფორდის“ აწ უკვე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ვალერიან ისმაილმა განაცხადა, რომ ჩაკვეტაძეს ფეხი ძალიან ტკიოდა, მაგრამ სიარული შეუძლია. აქვე გეტყვით, რომ „ქოვენთრისთან“ წაგების მერე, ისრაელი თანამდებობიდან დაითხოვეს და მიმდინარე სეზონს გუნდს 34 წლის ტომ კლევერლი დაასრულებინებს, რომელიც მანამდე „უოტფორდის“ ახალგაზრდულ გუნდში მუშაობდა. „უოტფორდი“ 45 ქულით 24 გუნდში მე-13 პოზიცაზეა.
ლაშა თაბაგარი





