ვოლკოვმა დუბლი ცხადაძის გუნდთან შეასრულა

0
34

დავით ვოლკოვმა აზერბაიჯანის პრემიერლიგის 26-ე ტურში დუბლი შეასრულა. „საბაჰმა“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი გამოდის, შინ კახა ცხადაძის გაწვრთნილ „გაბალას“ 2:1 აჯობა. ვოლკოვი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ანგარიში მე-19 წუთზე გახსნა, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან პარტნიორის გადაცემის შემდეგ მეტოქის საჯარიმოში მყოფმა მცველს დაასწრო და თავით ეფექტური გოლი გაიტანა. 42-ე წუთზე მასპინძლების ფეხბურთელმა უკვე მარცხნიდან გააკეთა პასი „გაბალს“ საჯარიმოში და ვოლკოვი თავის მეურვეზე მაღლა ახტა, რის შემდეგ ისევ თავით დაარტყა ზუსტად. მან ამ სეზონში პრემიერლიგაში 20-ჯერ ითამაშა და 6 გოლი მიითვალა. ვოლკოვის ანგარიშზე დუბლის გარდა, ერთი ჰეთ-თრიქია.
„საბაჰი“ 37 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა. ცხადაძის დანიშვნის მერე „გაბალამ“ ზედიზედ სამი თამაში წააგო და 15 ქულით ბოლოა – მე-9 ადგილზე მყოფ „ქიაფაზს“ 12 ქულით ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი