თომა ტაბატაძემ უზბეკეთის სუპერლიგის პირველ ტურში დუბლის შესრულების შემდეგ, თავი მეორე ტურშიც გამოიჩინა. ნამანგანის „ნავბახორმა“, რომელშიც ქართველი ფორვარდი თანამემამულე გიორგი ნიქაბაძესთან ერთად გამოდის, ოკმკ მიიღო და სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა ტაბატაძემ ანგარიში მე-11 წუთზე გახსნა. სტუმრებმა საპასუხო ბურთი მე-18 წუთზე გაიტანეს. ნიქაბაძე თადარიგში იყო. სტუმართა სასტარტოში „თელავის“ ყოფილმა ფორვარდმა ირაკლი რუხაძემ ითამაშა, რომელიც 67-ე წუთზე შეცვალეს. „დინამოს“ ექსკაპიტანი გიორგი პაპავა თამაშში 67-ე წუთზე ჩაერთო.
ლაშა თაბაგარი





