სლოვაკეთის უმაღლეს დივიზიონში გუნდები ზედა და ქვედა ექვსეულებად დაიყო, ხოლო საჩემპიონო რბოლაში ჩართულმა ბრატისლავას „სლოვანმა“ სტუმრად „რუჟემბეროკი“ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. ბრატისლაველთა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია და ექსკაპიტანი ჯაბა კანკავა შეუცვლელად ათამაშა. სტუმრებიდან ერთადერთი გოლი პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე მარცელიმ გაიტანა. „სლოვანი“ 60 ქულით პირველ ადგილზეა და მეორე პოზიციაზე მყოფ „ჟილინას“ 19 ქულით ასწრებს.
საუდის არაბეთის ჩემპიონატის 23-ე ტურში „ალახდუდი“, რომელშიც სოლომონ კვერკველია გამოდის სტუმრად „ალ იტიჰადთან“ 1:2 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად მორიგი შეხვედრა ჩაატარა. „ალახდუდი“ 23 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-14 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





