ჯუღელი: „კვარაცხელია „ნაპოლის“ მხოლოდ ძალიან დიდი თანხის სანაცვლოდ დატოვებს“

0
49

ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის მამუკა ჯუღელის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი „ნაპოლის“ იმ შემთხვევაში დატოვებს თუ კლუბი ძალიან დიდ თანხას მიიღებს.
„ნაპოლისთან“ მოლაპარაკებას ვაწარმოებთ. ის ზაფხულში კლუბს იმ შემთხვევაში დატოვებს თუ ისინი იმხელა თანხას მიიღებენ, რომელზეც უარს არ იტყვიან. ციფრს ვერ დავასახელებ. მაისის ბოლოს ყველაფერს ნათელი მოეფინება“ – განაცხადა ჯუღელმა La Gazetta dello Sport-თან.
კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში ჩატარებულ 36 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი