საქართველოს ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველმა გიორგი გოჩოლეიშვილმა დონეცკის „შახტარის“ სასტარტო შემადგენლო0აში ადგილი დაკარგა და გარდა ამისა, მიმდინარე წელს უკრაინის ჩემპიონატში შეცვლაზეც არ უთამაშია. ის უკრაინის პრემიერლიგაში ბოლოს მოედანზე შარშან 8 დეკემბერს შინ „ვერესთან“ 2:0 მოგებულ მატჩში გავიდა. წელს გოჩოლეიშვილმა უკრაინულ გუნდში ევროპა ლიგის 1/8-ფინალში მოსახვედრი პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში შინ „მარსელთან“ 2:2 დასრულებულ შეხვედრაში იასპარეზა.
მე-20 ტურში დონეცკელებმა კოვალიევკას „კოლოსს“ უმასპინძლა და 3:2 გაიმარჯვა. ჩვენი ეროვნული გუნდის მარცხენა მცველი ირაკლი აზაროვი შეცვლაზე 83-ე წუთზე შევიდა, ხოლო გოჩოლეიშვილი და ლუკა ლაცაბიძე განაცხადში არ იყვნენ. ამ გამარჯვების შემდეგ მოქმედი ჩემპიონი „შახტარმა“ 40 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზე გადაინაცვლა.
ლაშა თაბაგარი





