ირაკლი ბიძინაშვილი „ჟენისში“ ითამაშებს

0
101

ირაკლი ბიძინაშვილი კარიერას ყაზახეთის პრემიერლიგაში გააგრძელებს. 26 წლის ნახევარმცველი, რომელმაც შარშან ბათუმის „დინამოსთან“ ერთად კრისტალბეთ ეროვნული ლიგა მოიგო, „ჟენისში“ ითამაშებს, სადაც მთავარი მწვრთნელი ლევან კორღალიძეა.
ბიძინაშვილი თბილისის „საბურთალოს“ აღზრდილია, რომლის შემადგენლობაში 6 სეზონი გაატარა. ის ბათუმურ გუნდში გადასვლამდე, სომხეთის „ნოაში“, ლატვიის „იელგავაში“ და გორის „დილაში“ გამოდიოდა.
ბიძინაშვილი მეორე ქართველია, რომელიც კორღალიძის მისვლის შემდეგ „ჟენისში“ გადავიდა. მანამდე, ყაზახურ გუნდს გორის „დილას“ ყოფილი მცველი ზურაბ თევზაძე შეუერთდა.
ლაშა თაბაგარი