“ტორპედომ” კიდევ ერთი ბრაზილიელი დაიმატა

0
61

ქუთაისის “ტორპედოში” კიდევ ერთი ბრაზილიელი ფეხბურთელი ჩაირიცხა. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, 28 წლის თავდამსხმელი ფელიპე პირესი საქართველოშია და ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში სამედიცინო შემოწმებას გაიარა.
ფეხბურთელი კლუბს თურქული შეკრების შემდეგ შეუერთდა, სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ კი, კონტრაქტი 2+1 სისტემით გააფორმა. მანამდე, ქუთაისელებმა ბრაზილიელი ნახევარმცველი ელიტონ ჟუნიორი დაიმატეს.
კარიერის განმავლობაში ფელიპე პირესი “ზალცბურგში”, “მორიერენსეში”, ვენის “აუსტრიაში”, “ლიფერინგში”, “ფორტალეზაში”, “დენ ჰააგში”, “რიეკაში”, “პალმეირასში”, “ვოლოსში” და “დნიპრო 1”-ში გამოდიოდა.
პირესს ორჯერ აქვს მოგებული ავსტრიის ჩემპიონატი, თითო-თითოჯერ ავსტრიისა და ხორვატიის თასი.
ლაშა თაბაგარი