გაბრიელ პაულისტა „ვალენსიადან“ „ატლეტიკოში“ წავიდა

0
71

გაბრიელ პაულისტა „ვალენსიადან“ მადრიდის „ატლეტიკოში“ გადავიდა. ბრაზილიელმა მცველმა ვალენსიელებთან კონტრაქტი გააფორმა და ახალ კლუბში მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება.
გაბრიელ პაულისტა „ვალენსიაში“ 2017 წლიდან გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 213 მატჩში 8 გოლი გაიტანა. მისი წასვლის შემდეგ, „ვალენსიას“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს, უკანა ხაზში სავარაუდოდ კიდევ უფრო დიდი პრობლემა შეექმნება, რადგან ბრაზილიელი გუნდში ერთ-ერთი ყველაზე კვალიფიციური მცველი იყო.
გაბრიელ პაულისტა „ვალენსიამდე“ ბრაზილიის „ვიტორიაში“, „ვილიარეალში“ და ლონდონის „არსენალში“ გამოდიოდნენ.
ლაშა თაბაგარი