ბენზემა „ალ-იტიჰადს“ არ დატოვებს

0
55

ქარიმ ბენზემა მიმდინარე ზამთარში საუდის არაბეთის კლუბ „ალ-იტიჰადს“ არ დატოვებს, რის შესახებ The Athletic იუწყება.
ბენზემამ „ალ-იტიჰადის“ შეკრებაზე დააგვიანა და მას მერე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 36 წლის ფეხბურთელი ევროპაში დაბრუნდებოდა. მის სახელს ფრანგულ „ლიონს“ და ინგლისის პრემიერლიგის რამდენიმე კლუბს უკავშირებდნენ.
„ოქროს ბურთის“ მფლობელი ფრანგი ფორვარდი „ალ-იტიჰადში“ 2023 წლის ზაფხულში გადავიდა. მან საუდის არაბეთის კლუბში ყველა ტურნირში 20 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა, პლუს 3 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი