მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელებს ტონი კროოსთან ხელშეკრულების გახანგრძლივება კიდევ ერთი წლით სურთ, იუწყება Cadena SER.
გერმანელ ნახევარმცველს ესპანურ გრანდთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და „რეალი“ მის პოზიციაზე ახალი ფეხბურთელის შეძენას არ გეგმავს. მადრიდელებს უნდათ, რომ 34 წლის კროოსთან თანამშრომლობა 2025 წლის ივნისამდე გააგრძელონ, მაგრამ დარწმუნებული არ არიან გერმანელი ამ შეთავაზებას რამდენად დათანხმდება.
კროოსი „რეალში“ 2014 წლიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 446 მატჩში 28 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი





