„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი ხავი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ „ბარსელონადან“ წავა. ამის შესახებ მან ოფიციალურად განაცხადა.
„30 ივნისს კლუბიდან წავალ. ეს გადაწყვეტილება კლუბის პრეზიდენტთან და გამგეობასთან განვიხილე. „ბარსელონას“ მიმართულების შეცვლ სჭირდება. მე ამის შესახებ პრეზიდენტს შეხვედრის დროს ვუთხარი, რომელმაც ძალიან ადამიანურ გარემოში ჩაიარა.
მათ ჩემი დღემდე ბოლომდე სჯეროდათ, მაგრამ წასვლის დრო დადგა. ეს კლუბში არსებული ეკონომიკური ვითარების გამო არ ხდება, არამედ, გადაწყვეტილება გულით მივიღე და ვფიქრობ, კლუბისთვის საუკეთესო ვარიანტია. არ მინდა პრობლემა გავხდე“ – იუწყება ესპანური მედია ხავის ნათქვამს.
ხავი „ბარსელონას“ 2021 წლიდან თავკაცობდა და კატალონიელებს ესპანეთის ჩემპიონატი და სუპერთასი მოაგებინა.
ლაშა თაბაგარი





