დუგლას კოსტა „ფლუმინენსეში“ ითამაშებს

0
70

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი დუგლას კოსტა სამშობლოში დაბრუნდა და კარეირას რიო დე ჟანეიროს „ფლუმინენსეში“ გააგრძელებს.
მან ახალ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ბოლომდე გააფორმა. 33 წლის ფეხბურთელი „ფლუმინენსეს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ის უგუნდოდ გასული წლის ოქტომბრიდან იყო, როდესაც „ლოს ანჯელეს გელექსიდან“ წავიდა. დუგლას კოსტამ ამერიკულ კლუბში წელიწადნახევარი გაატარა და 51 მატჩში 8 გოლი გაიტანა, პლუს ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა.
მან საფეხბურთო კარიერა ბრაზილიის „გრემიოში“დაიწყო, რის შემდეგ დონეცკის „შახტარში“, მიუნხენის „ბაიერნში“ და ტურინის „ იუვენტუსში“ გამოდიოდა. დუგლას კოსტამ ბრაზილიის ნაკრებში ჩატარებულ 31 მატჩში მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი