მექვაბიშვილის მარცხიანი დებიუტი რუმინეთში

0
78

ანზორ მექვაბიშვილის დებიუტი რუმინეთის უმაღლეს დივიზიონში უიღბლო აღმოჩნდა. 23-ე ტურში კრაიოვას „უნივერსიტატიამ“ , რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გასულ კვირაში შეუერთდა, გათამაშების ლიდერი ბუქაარესტის „სტიაუა“ მიიღო და სამი უპასუხო გოლი გაუშვა.
მექვაბიშვილი სათადრიგო იყო და თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო. შეგახსენებთ, რომ თბილისის „დინამოს“ ყოფილმა შუახაზელმა „უნივერსიტატიასთან“ ოთხწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა და „დინამომ“ მის სანაცვლოდ 750000 ევრო მიიღო.
ლაშა თაბაგარი