შერმადინი თვის საუკეთესოდ მეთორმეტედ დაასახელეს

0
62

ესპანეთის „ტენერიფეს“ ქართველი მეფარე გიორგი შერმადინი ლიგა ენდესაში 2024 წლის იანვრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. მიმდინარე თვის განმავლობაში ქართველი ცენტრის მარგი ქმედების საშუალო კოეფიციენტი 24.3 გამოვიდა და ამ მაჩვენებლით შერმადინი ესპანელთა უპირველეს საკალათბურთო ლიგაში საუკეთესოა.
ლიგა ენდესაში თვის საუკეთესო კალათბურთელის ჯილდო ყველაზე მეტჯერ გიორგი შერმადინს აქვს მიღებული (12), მეორე პოზიციაზე კი ტანოკა ბერდია (10).
„ტენერიფე“ ესპანეთის ლიგა ენდესაში 11 მოგებითა და 9 წაგებით მეექვსე ადგილზეა. 21-ე ტურის მატჩს შერმადინის გუნდი 4 თებერვალს, შინ, თორნიკე შენგელიას ყოფილ გუნდ “ბასკონიასთან” ჩააატარებს, ამ მატჩამდე კი 31 იანვარს ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში საბერძნეთის “პერისტერის” უმასპინძლებს.
გოჩა კაჭარავა