ჩაკვეტაძის გუნდმა წაუგებელი მატჩების სერია ოთხამდე გაზარდა

0
101

„უოტფირდმა“, რომელშიც გიორგი ჩაკვეტაძე გამოდის ინგლისის ჩემპიონშიფში წაუგებელი მატჩების სერია ოთხამდე გაზარდა. 28-ე ტურში უოტფორდელებმა სტუმრად ქულა „ბრისტოლ სიტისთან“ აიღეს, რომელთან პირველ წრეში შინ 1:4 წააგეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგებლობაში ზედიზედ მეხუთედ მოხვდა და 89-ე წუთზე შეცვალეს. მე-13 წუთზე სტუმრებიდან ანგარიში დელე-ბაშირუმ გახნა, ხოლო 25-ე წუთზე საპასუზო ბურთი ტვაინმა გაიტანა. დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. „უოტფორდმა“ ზედიზედ 4 მატჩი არ წააგო – ერთი გამარჯვება და 3 ფრე. უოტფორდელები 40 ქულით 24-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი