“დილა” მოთამაშეთა დიდმა ჯგუფმა დატოვა

0
53

გორის “დილა” მოთამაშეთა დიდმა ჯგუფმა დატივა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება:
“როგორც გაუწყეთ ალეფ სანტოსმა ვანდერსონ სილვამ და რევაზ ჩიტეიშვილმა კლუბი უკვე დატოვეს.მათ გარდა მომავალ სეზონში ჩვენი გუნდის ღირსებას აღარ დაიცავენ შემდეგი ფეხბურთელები:
ევგენი კუჩერენკო, ზურაბ თევზაძე, თორნიკე ძოწენიძე, მიშიკო სარდალიშვილი,ონორე გომისი, მიკოლა კოვტალიუკი, სერგი კუხიანიძე, ბანტუ მზვაკალი, ჟან ვიქტორი.
მადლობას ვუხდით თითოეულ მათგანს ჩვენს გუნდში გაწეული შრომისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ კარიერაში. რაც შეეხებათ ახალწვეულებს, მათ შესახებ ინფორმაციას ეტაპობრივად სატრანსფერო მოლაპარაკეების დასრულების შესაბამისად მოგაწვდით”.
ლაშა თაბაგარი