მამარდაშვილმა “ატლეტიკთან” მოიგო

0
43

“ვალენსიამ” ესპანეთის ლა ლიგაში ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო. 21-ე ტურში რუბენ ბარახას გაწვრთნილმა გუნდმა ბილბაოს “ატლეტიკი” მიიღო და მინიმალური ანგარიშით აჯობა, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ დამაჯერებლად მორიგი თამაში ჩაატარა.
პირველ ტაიმში მოედანზე საინტერესო ბევრი არაფერი მომხდრა და გასაკვირი არაა, რომ უგოლოდ დარსრულდა. მეორე ტაიმის დაწყებიდან დიდი დრო არ გასულა, რომ ბაკებმა კარგი კომბინცია გაითამაშეს და მეტოქის საჯარიმოში ხელსაყრელ პოზიციაზე მყოფმა სანსეტმა ერთი შეხებით ბურთი კარს ააცილა.
ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში მეტოქის ნახევარზე მყოფმა პეპელუმ მარცხენა ფლანგიდან შეუტია და ბოლბაოელთა კარის წინ უგო დურო მოძებნა, რომელმაც ახლო მანძილიდან ცუდად დაარტყა და ვერ გაიტანა. 61-ე წუთზე ვალენსიელთა კაპიტანმა ხოსე გაიამ მარცხენა ფრთიდან ბურთი “ატლეტიკის” საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც უგო დურომ მაღალ ნახტომში იური ბერჩიჩეს აჯობა და თავით შეხვედრაში ერთადერთი გოლი გაიტაბა. მან მიმდინარე სეზონში თავისი მე-9 გოლი გაიტანა.
მატჩის მიწურულს მასპინძლების საჯარიმოში მარცხნიდან შესულმა უნაი გომესმა შორეულ კუთხეში დაარტყა და მამარდაშვილმა თავისი გუნდი გოლის გაშვებისგან გადაარჩინა. “ვალენსიამ” 2019 წლის მერე “ატლეტიკი” პირველად დაამარცხა. მაშინ”ღამურებმა” ანალოგიური ანგარიშით ბასკებს სტუმრად მოუგეს. “ბარსელონასთან” ფრის გათვალისწინებით “ვალენსიას” ზედიზედ 5 თამაშია არ წაუგია – 32 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა.მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში გოლი მე-7 შეხვედრაში არ გაუშვა.
ლაშა თაბაგარი