მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის განცხაადებით ზინედინ ზიდანი საუკეთესო ფეხბურთელია, რომელთან ოდესმე უმუშავია.
„ზიდანი უძლიერესი მოთამაშეა, რომელთან ოდესმე მიმუშავია. დაუჯერებელია რასაც ის ვარჯიშებზე აკეთებდა. მსგავსი რამ არასოდესსს მინახავს“ – იუწყება ანჩელოტის ნათქვამს ITASportPress.
ანჩელოტი საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი შემტევი ნახევარმცველთან ტურინის „იუვენტუსში“ მუშაობდა, სადავ ზიდანი 1996-2001 წლებში გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 214 მატჩში 31 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი





