ლონდონის „ტოტენჰემის“ თავდმსხმელი სონი აზიაში 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
სამხრეთ კორეის ნაკრების კაპიტანმა აზიელი ჟურნალისტების და ექსპერტების გამოკითხვის შედეგად ხმების 22,9% დააგროვა. სონმა ეს ჯილდო ზედიზედ 7-ჯერ მოიგო, ხოლო კარიერაში 9-ჯერ.
გამოკითხვაში მეორე ადგილი მიუნხენის „ბიერნის“ მცველმა კიმ მინჯაემ დაიკავა, რომელიც გასულ სეზონში „ნაპოლიში“ გამოდიოდა, რომელმაც ხმების 19,54% მიიღო. მესამე ადგილი კრიშტიანუ რონალდუმ („ალ ნასრი“) დაიკავა – 17.06%.
აზიის საუკეთესო ფეხბურთელი პრიზის მოპოვება შეუძლიათ ფეხბურთელებს, რომლებიც აზიის საფეხბურთო კონფედერაციაში შემავალ ქვეყნებს წარმოადგენენ ან კლუბებში თამაშობენ, რომლებიც ნახსენები კონფედერაციის ეგიდით ასპარეზობენ.
ლაშა თაბაგარი





