ბარნს ოსეი “დინამოდან” “ასტანაში” გადავიდა

0
101

29 წლის განელ ნახევარმცველს ბარნს ოსეის დინამოსთან კონტრაქტი დაუსრულდა და კარიერას ყაზახეთში გააგრძელებს. ის “ასტანას” ღირსებას დაიცავს.
ბარნს ოსეი “დინამოში” 2021 წლის ივლისიდან გამოდიოდა. დედაქალაქურ გუნდთან ერთად გახდა საქართველოს ჩემპიონი და სუპერთასის მფლობელი. “დინამოს? ფორმით განელმა ფეხბურთელმა მთლიანობაში 81 მატჩი გამართა და 11 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი