„ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელ ხავის მიაჩნია, რომ „ელ კლასიკოში“ წინასწარ რამის განსაზღვრა რთული და ამიტომ, შანსი 50/50-ზეა.
„ორივე კლუბისთვის ერთნაირი პირობებია და ამიტომ, შანსი 50/50-ზეა. ამ დაპირისპირებაში პრაქტიკულად ფავორიტი არავინაა.
რამის წინასწარმეტყველება შეუძლებელია. ჩემი გამოცდილებით „კლასიკოში“ წინასწარ ვერაფერს გამოიცნობ“ – განაცხადა ხავი ხვალ „ბარსელონაში“ გასამართ მატჩამდე, რომელიც თბილისის დროით 18:15 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი




