„აიაქსი“ მიქაუტაძის გარეშე ინგლისში დამარცხდა

0
54

ამსტერდამის „აიაქსმა“ ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველი მატჩი წააგო.
B ჯგუფში „მარსელთან“ და აეკ-თან ფრედ დასრულებული შეხვედრების შემდეგ, ნიდერლანდელებმა გასვლაზე „ბრაუტონთან“ 2 უპასუხო ბურთი გაუშვეს.
მატჩამდე ცნობილი იყო, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე „აიაქსის“ განაცხადში არ იქნებოდა, რადგან ვირუსის გამო გუნდს ინგლისში არ გაჰყოლია.
„ბრაიტონიდან“ ანგარიში 42-ე წუთზე ჟოაუ პედრომ გახსნა, ხოლო 53-ე წუთზე თავი „ბარსელონადან“ ნათხოვარმა ანსუ ფატიმ გამოიჩინა.
„აიაქსი“ 2 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილზეა, ხოლო ლიდერი „მარსელია“ 5 ქულით.
ამსტერდამელებმა ბოლო 9 მატჩიდან ვერცერთი მოიგეს – 6 მარცხი და 3 ფრე. ეს გუნდის ყველაზე ცუდი სერიაა 1954 წლის შემდეგ, რაც ნიდერლანდებში პროფესიონალური საფეხბურთო ლიგა ჩამოყალიბდა.
ლაშა თაბაგარი