ანჩელოტი: „მოტივირებული და კარგად მომზადებული ვართ“

0
10

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის განცხადებით, მისი გუნდი „ელ კლასიკოს“ მოტივირებული და კარგ მდგომარეობაში ხვდება.
„მოტივირებულნი ვართ, რადგან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული მატჩი გველოდება – სეზონის პირველი „კლასიკოა“. წინ კიდევ ბევრი „კლასიკოა“ – საპასუხო თამაში, სუპერთასი, თასი, ჩემპიონთა ლიგა – გადაკვეთის ბევრი საშუალებაა. დიახ, ასეთი გრძნობა მაქვს, რომ ხვალ მხოლოდ პირველი შეხვედრაა, რომლისთვის კარგად მოვემზადეთ.
მნიშვნელოვანი თამაშია, მაგრამ სეზონი გრძელია და იმის თქმა, რომ ხვალინდელი დაპირისპირება ლა ლიგაში ჩემპიონობისთვის ბრძოლას გადაწყვეტს ნამეტანია.
„ბარსელონა“ საუცხოო გუნდია, როგორც თავდასხმაში, ასევე დაცვაში. წელს გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი მივიდა კარგი თვისებებით. ველოდებით ის „ბარსა“ ვნახოთ, რომელსაც მიჩვეული ვართ.
„კლასიკოში“ ისევე როგორც ნებისმიერ დერბიში შანსი თანაბარია. ძალიან თანაბარი ორთაბრძოლა იქნება. იმედია, რომ ხალხს მატჩი მოეწონება“ – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა ხვალ ბარსელონაში გასამართ „ელ კლასიკოს“ წინ.
ლაშა თაბაგარი