არაბიძემ „სამტრედიას“ წაუგებელი სერია შეწყვიტა

0
32

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში „სამტრედიას“ 8-მატჩიანი წაუგებელი (5 გამარჯვება და 3 ფრე) სერია ქუთაისში შეწყდა.
30-ე ტურში შოტლანდიელი სტივ კინის გაწვრთნილმა გუნდმა „რამაზ შენგელიაზე“ უმასპინძლა დიმიტარ კაპინკოვსკის შეგირდებს და 2 უპასუხო ბურთი გაუტანა.
30-ე წუთზე მერაბ გიგაურმა თავისი ნახევრიდან არაზუსტი პასი გიორგი ფანცულაიას მისამართით გააკეთა, მაგრამ სამტრედიელთა მცველს ჯუბა დვალიშვილს საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა და გიორგი ყრუაშვილმა ეპიზოდის რეფერის ვიდეოასისტენტთან გადამოწმების შემდეგ პენალტი დანიშნა, გიორგი არაბიძემ თერთმეტმეტრიანი ზუსტად დაარტყა – 1:0.
პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-5 წუთზე გიორგი მჭედლიშვილმა აკრძალურლი ილეთით ალექსანდრ მიშოვი შეაჩერა, რომელიც მეკარესთან პირისპირ გადიოდა და ბოლო იმედის ჯარიმისთვის გააძევეს.
85-ე წუთზე არაბიძემ დაახლოებით 25 მეტრიდან ულამაზესი გოლი გაიტანა და მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 11 ბურთია.
„ტორპედო“ 48 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა, ხოლო „სამტრედია“ 29 ქულით – მერვე.
ტორპედო 2:0 სამტრედია
ლაშა თაბაგარი