კიტეიშვილის კიდევ ერთი საგოლე გადაცემა ავსტრიაში

0
19

ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგის მე-11 ტურში საგოლე პასი მიითვალა. გრაცის „შტურმმა“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გამოდის „ჰარტბერგი“ მიიღო და ერთბურთიანი სხვაობით აჯობა.
სტუმრები მე-4 წუთზე ლანგმა დააწინაურა, ხოლო მასპინძლებიდან საპასუხო ბურთი მე-13 წუთზე იატამ გაიტანა, რომელსაც ასისტენტობა კიტეიშვილმა გაუწია.
42-ე წუთზე თავი პრასმა გამოიჩინა და ეს გოლი შეხვედრაში გადამწყვეტი აღმოჩნდა. ქართველმა ლეგიონერმა შეუცვლელად ითამაშა და 61-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო მან მიმდინარე სეზონში ავსტრიის ჩემპიონატში 3 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეეთა.
„შტურმი“ 27 ქულით პირველ ადგილზე და მეორე პოზიციაზე მყოფ მოქმედ ჩემპიონ „ზალცბურგს“ 4 ქულით ასწრებს.
ლაშა თაბაგარი