კონტე „ნაპოლიზე“: „ჩემს სახელს მნიშვნელოვან კლუბებს უკავშირებენ“

0
56

იტალიის ეროვნული ნაკრები ყოფოლმა მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ კომენტარი „ნაპოლი“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მისი შესაძლო დანიშვნის შესახებ გააკეთა.
„ჩემს სახელს მნიშვნელოვან კლუბებს უკავშირებენ, მაგრამ ამჟამად მხოლოდ მშვიდად მოცდა და ოჯახთან დროს გატარებით დატკბობა მინდა“ – დაწერა სოციალურ ქსელში კონტემ, რომელიც ბოლოს ლონდონის „ტოტენჰემს“ ავარჯიშებდა, საიდანაც მიმდინარე წლის მარტში დაითხოვეს.
ორი დღის წინ გავრცელდაა ინფორმაცია, რომ თუ „ნაპოლი“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ფრანგ რუდი გარსიას დაითხოვს, მაშინ გუნდს 54 წლის იტალიელი უთავკაცებს.
კონტე იტალიის ნაკრებისა და „ტოტენჰემის“ გარდა, კარიერის განმავლობაში „არეცოს“, „ბარის“, „ატალანტას“, „სიენას“, „იუვენტუსს“, „ინტერს“ და „ჩელსი“ ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი