„ბორდოს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ესპანელი სპეციალისტი ალბერტ რიერაა. ესპანეთის ეროვნული ნაკრების ექსფეხბურთელი ბორდოსი დღეს ჩაფრინდა და კლუბთან კონტრაქტი გააფორმა. მანამდე, მან სლოვენიის „ცელიეს“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა, რომელიც მიმდინარე წლის ივლისიდან ეკავა.
რიერამ „ბორდოში“ დავიი გიიონი შეცვალა, რომელსაც კარისკენ 7 ოქტომბერს საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-10 ტურში „ლავალთან“ 0:1 მარცხის მერე მიუთითეს.
რიერა გასულ სეზონში ლუბლიანას „ოლიმპიას“ ავარჯიშებდა, ხოლო მანამდე სტამბოლის „გალათასარაიში“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო. ის „ბორდოში“ 2003-2005 წლებში თამაშობდა.
დავითაშვილმა მიმდინარე სეზონში „ბორდოში“ 10 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი





