იტალიის ეროვნული ნაკრები ექფორვარდი ფილიპო ინძაგი „სალერნიტანას“ მთავარ მწვრთნელად დანიშნეს.
50 წლის სპეციალისტმა პორტუგალიელი პაულო სოუზა შეცვალა, რომლის ხელმძღვანელობით გუნდმა მიმდინარე სეზონში ვერცერთი თამაში მოიგო და 3 ქულით ბოლოსსწინა მე-19 ადგილზეა. ინძაგიმ კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა.
ის გასულ სეზონში სერია B-ს ბინადარ „რეჯინას“ ავარჯიშებდა. მანამდე, ინძაგი „მილანის“, „ვენეციას“, „ბოლონიას“, „ბენევენტოს“ და „ბრეშას“ მთავარი მწვრთნელი იყო.
ლაშა თაბაგარი




