მამარდაშვილმა მალიორკადაან ქულა წამოიღო

0
50

„ვალენსია“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს, ესპანეთის ლა ლიგაში ზედიზედ ორი თამაშის წაგების შემდეგ, მალიორკაზე ქულა აიღო.
მე-8 ტურში რუბენ ბარახას თავკაცობით „ღამურებმა“ პალმა დე მალიორკაში ადგილობროვ „მალიორკასთან“ 1:1 ითამაშეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გოლკიპერმა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა და მისი დიდი დამსახურებაა, რომ „ვალენსია“ სახლში ქულით დაბრუნდა.
მასპინძლებმა ანგარიში მე-5 წუთზე გახსნეს, როდესაც მარჯვნიდან გაკეთებული პასის მერე მოსკერამ თავის საჯარიმოში ბურთსს ფეხი ააცილა და დანი როდრიგესმა ახლოა მანძილიდან ძლიერი დარტყმით მამარდაშვილს შანსი არ დაუტოვა.
პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-3 წუთზე „ვალენსიამ“ კარგი კომბინაცია გაითამაშა და მარჯვენა ფლანგიდან ტიერის კორეამ ერთი შეხებით პასი მასპინძლების საჯარიმოში დიეგო ლოპეს გაუკეთა, რომელმაც თავით ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა.
მეორე ტაიმში მამარდაშვილმა „ვალენსია“ გოლის გაშვებისგან ორჯერ გადაარჩინა – ჯერ ახლოდან მურიქის თავით დარტყმული ბურთი მოიგერია, ხოლო შემდეგ საჯარიმოს ხაზიდან დანი როდრიგესის დარტყმისას შორეულ კუთხეში წასულ ბურთს თითებით მიწვდა. საბოლოოდ, „ვალენსიამ“ ქულა აიღო და 10 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი