გოგლიჩიძის ზედიზედ მეორე მატჩი შეუცვლელად „მონცაში“

0
0

საბა გოგლიჩიძემ „მონცას“ შემადგენლობაში იტალიის სერია A-ში შეუცვლელად ზედიზედ მეორე მატჩი ჩაატარა. მე-8 ტურში მონცელები სტუმრად „ტორინოს“ შეხვდნენ და 2:3 დამარცხდნენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა ურიგო შთაბეჭდილება არ დატოვა და „მონცას“ კარში არცერთი გოლი მის შეცდომას არ მოჰყოლია. 39-ე წუთზე სტუმართა მცველი თავის ნახევარზე ძალიან უხეშად შეცდა და ჯოვანი სიმეონეს პასით მეკარესთან პირისპირ გასულმ ფიტც-ჯიმმა ანგარიში გახსნა. 47-ე წუთზე ტურინელთა მცველი საკუთარ ნახევარზე პასს თანაგუნდელს ძლევდა და ბურთი გუსტავო ვარელას „ჩააბარა“, რომელიც მეკარესთან ერთ-ერთზე დარჩა, რის შემდეგ საპასუხო ბურთი შეაგდო.
61-ე წუთზე ბელგალიმ ფინტებით „მონცას“ მცველს თავგზა აუბნია და დაახლოებით 20 მეტრიდან ეფექტური გოლი გაიტანა. 72-ე წუთზე ვლაშიჩმა ფინტით საჯარიმოში ერთი მცველი ჩამოიცილა და ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე სტუმართა ფეხბურთელმა მარჯვენა ფლანგიდან კარის გასწვრივ ჩააწოდა და პეტერსონმა ავტოგოლი შეაგდო. „მონცა“ 7 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-14 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი