გიორგი შერმადინის წინამძღოლობით ლენოვო ტენერიფემ ესპანეთის ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მოიპოვა. 3 მარცხის შემდეგ ტენერიფელებმა პირველი გამარჯვება შინაურ კედლებში, რიო ბრეგანთან იზეიმეს. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დამატებით დროში ტენერიფელთა გამარჯვებით – 88:81 დასრულდა.
გიორგი შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 30:36 წუთი გაატარა. შერმადინმა 8-დან 4 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. მის ანგარიშზე 15 ქულა, 9 მოხსნა და 1 პასი დაგროვდა. საერთო სარგებლიანობით შერმადინმა და აბრომაიტისმა თანაბარი შედეგი (20) აჩვენეს.
შერმადინის გუნდი მომდევნო ტურში ლიგის ახალბედას, ამჟამად ერთ-ერთ ლიდერ ჟირონას შეხვდება.





