„მეცი“, რომელშიც გიორგი აბუაშვილი გამოდის, საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-10 ტურში სტუმრად „დიუნკერკს“ დაუზავდა – 1:1. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 81-ე წუთზე შეცვალეს.
მატჩის მე-9 წუთზე სტუმრები ფალმა დააწინაურა. მე-12 წუთზე აბუაშვილმა დაახლოებით 22-23 მეტრიდან სახიფათოდ დაარტყა და მეკარემ ბურთი მოიგერია. 25-ე წუთზე გიორგი მეტოქის საჯარიმოში მცველს დაასწრო და გოლის გატანას ახლოა მანძილიდან შეეცადა, მაგრამ ისევ მეკარემ აჯობა.
61-ე წუთზე მასპინძლების ნახევარმცველმა მორელმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. ამის მიუხედავად, „დიუნკერკმა“ 65-ე წუთზე სანგანტეს დარტყმის მერე ანგარიში გაათანაბრა. „მეცი“ 14 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





