პსჟ კვარაცხელიას შემცვლელად ნიკო უილიამსს განიხილავს

0
19

პსჟ-ს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ბილბაოს „ატლეტიკიდან“ მარცხენა გარემარბის ნიკო უილიამსის შეძენა სურს, რის შესახებ Eurosport იუწყება.
პარიზული კლუბის ხელმძღვანელები ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელს ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელად განიხილავენ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-3 ტურში შინ „ბარსელონასთან“ მოგებული მატჩის მეორე ტაიმში მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და მიმდინარე სეზონში მოედანზე ვერ გავა.
24 წლის უილიამსი „ატლეტიკის“ აღზრდილია და პირველ გუნდში 2020 წლიდან თამაშობს. მან ბილბაოელთა მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 205 შეხვედრაში 38 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი