კვარაცხელიას კარგი თამაში და მარცხი „რეალთან“

0
147

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, ხვიჩა კვარაცხელიასნ „ნაპოლი“ დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე დაძაბულ ორთაბრძოლაში მადრიდის „რეალტთან“ დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა მიმდინარე სეზონში ნეაპოლელთა შემადგენლობაში თავიდან ბოლომდე პირველად ითამაშა და მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო.
შეხვედრის მე-19 წუთზე კვარაცხელიამ მარცხენა ფლანგიდან კუთხური ჩააწოდა და ნათანის მხრიდან ბურთი ზედა ძელს მოხვდა, ხოლო ოსტეგორა თავით ანაგრიში გახსნა. 27-ე წუთზე დი ლორენცომ თავის საჯარიმოსთან ძალიან ცუდი გადაცემა გააკეთა და ბურთი ჯუდ ბელინგემმა ჩაჭრა, რომელმაც მეკარესთან პირისპირ ვინისიუ ჟუნიორი გაიყვანა, რომელმაც საპასუხო ბურთი გაიტანა. ბრაზილიელი ტრავმით გამოწვეული თვენახევრიანი უქმობის მერე გოლით დაბრუნდა.
34-ე წუთზე ბელინგემმა საუცხოო რეიდი განახორციელა და ჯერ ანგისას გაექცა, შემდეგ საჯარიმოში შესული ოსტეგორს იოლად გასცდა, რასაც ზუსტი დარტყმა მიაყოლა – 1:2.
მეორე ტაიმის განახლებიდან 10 წუთში მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შესსულმა ოსიმენმა გადაცემა გააკეთა და ნაჩოს ვარდნაში ბურთი თავის ფეხიდან ხელში მოხვდა, ხოლო ფრანგმა მსაჯმა ტურპენმა ეპიზოდის რეფერის ვიდეოასისტენთან გადამოწმების მერე პენალტი დანიშნა, რომელიც ზელინსკიმ გაიტანა.
ამის შემდეგ კვარაცხელიას ჰქონდა გოლის გატანის შანსი, როდესაც მარცხენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია, ერთ მეტოქეს გაცდა და ძლიერად დაარტყა, მაგრამ ბურთი მიზაანს ოდნავ აცდა.
ცოტა ხანში ის უკვე ორ მადრიდელს გაექცა და ბურთი ზელინსკის მისცა, რომლის ძლიერი დარტყმული კეპამ მოიგერია.
78-ე წუთზე ფედე ვალვერდეს უძლიერესი დარტყმის მერე, „ნაპოლის“ მეკარე მერეტის ხელიდან ბურთი ჯერ ხარიხას მოხვდა და მერე იმავე მერეტს ზურგში, რის შემდეგ კარში აღმოჩნდა – 2:3.
„რეალი“ 2 მოგებით და 6 ქულით C ჯგუფში ლიდერია, ხოლო „ნაპოლი“ 3 ქულით მეორეა. ამდენივე ქულით მესამეეა პორტუგალიის „ბრაგა“, რომელიც სტუმრად „უნიონ ბერლინთან“ 0:2 აგებდა და 3:2 დაამარცხა.
ლაშა თაბაგარი