ხვიჩა კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში მე-6 ადგილზეა გავიდა. ეს დღეს ლონდონში ჩატარებულ დაჯილდოვების ცერემონიალზე გაირკვა, რომელიც „ფრანს ფუტბოლის“ მიერ ჯილდოს დაწესების 70 წლისთავს მიეძღვნა. მანამდე, საუკეთესო შედეგი თბილისის „დინამოს“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების თავდამსხმელი რამაზ შენგელიას ჰქონდა – მე-7 ადგილი 1981 წელს. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ლონდონში ვერ ჩავიდა, რადგან ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-3 ტურში შინ „ბარსელონასთან“ მოგებული მატჩის მეორე ტაიმში მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და მიმდინარე სეზონში მოედანზე ვერ გავა. ის უახლოეს ხანში ოპერაციას გაიკეთებს.
„ოქროს ბურთი“ ინგლისის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა და მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელმა ჰარი კეინმა მოიგო. ის სტენლი მეტიუზის, ბობი ჩარლტონის, კევინ კიგანის და მაიკლ ოუენის შემდეგ მეხუთე ინგლისელია, რომელსაც მსგავსი პატივი წილად ხვდა. მან გასულ სეზონში როგორც კლუბში, ასევე ნაკრებში ყველა ტურნირში ჩატარებულ 65 მატჩში 73 გოლი გაიტანა.
მეორე ადგილზეა საფრანგეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი და მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კილიან მბაპე გავიდა. მესამე პოზიცია საფრანგეთის ნაკრების და „ბარსელონას“ გარემარბმა ლამინ იამალმა დაიკავა.
მამაკაცებს შორის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის პრიზი, რომელიც ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელის რაიმონ კოპას სახელს ატარებს, ზედიზედ მესამედ ლამინ იამალმა მოიგო.
საუკეთესო მწვრთნელად ესპანეთის ეროვნული ნაკრების თავკაცი ლუის დე ლა ფუენტე აღიარეს, რომელამც „ფურია როხას“ წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოაგებინა.
საუკეთესო მეკარედ ესპანეთის ეროვნული ნაკრების და ბილბაოს „ატლეტიკის“ კარის დარაჯი უნაი სიმონი დაასახელეს, რომელმაც 2026 წლის მუნდიალზე ჩატარებულ 8 მატჩში 1 გოლი გაუშვა. მან ლეგენდარული რუსი მეკარის ლევ იაშიანის სახელობის ჯილდო მიიღო, რომელიც ერთადერთი გოლკიპერია, ვისაც „ოქროს ბურთი“ მოუგია.
ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის სოკრატესის სახელობის ჯილდო, რომელიც სოციალური და საქველმოქმედო ინიციატივებისთვიისა განკუთვნილი ინგლისის ეროვნული გუნდისა და ლონდონის „არსენალის“ გარემარბმა ბუკაიო საკამ მიიღო.
წლის საუკეთესო კლუბი პსჟ გახდა, რომელმაც ესპანელი ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგო. პარიზელებმა ეს პრიზი შარშანაც მიიღეს.
საუკეთესო თავდამსხმელისთვის განკუთვნილი ჯილდო, რომელიც ლეგენდარული გერმანელის გერდ მიულერის სახელობისაა, ჰარი კეინმა მიიღო.
ლაშა თაბაგარი





