ზურიკო დავითაშვილმა მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ლიგა 2-ში თავისი პირველი გოლი გაიტანა.
„ბორდომ“, რომელსაც ძალიან ცუდი სტარტი აქვს, მე-7 ტურსი შინ „კაენს“ დაუპირისპირდა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდის წყალობით ქულა გადაარჩინა.
34-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები 0:1 აგებდნენ, დანილო იგნატენკოს ძალიან კარგი პასის მერე, დავითაშვილი მეტოქის საჯარიმოში მეკარეს გაცდა და ბურთი ცარიელ კარში შეაგდო. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და „ჟირონდელებმა“ ზედიზედ მესამე თამაში ვერ მოიგეს.
„ბორდოს“ 11 ქულა აქვს და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა.
ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მე-9 ტურში „ლევანტემ“ თავი მოედანზე „ვილიარეალი II“-თან 1:1 ითამაშა. საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი სატარტო შემადგენლობაში იყო და 82-ე წუთზე შეცვალეს. „ლევანტე“ 16 ქულით 22 გუნდში მეხუთეა.
ლაშა თაბაგარი





