„ხეტაფე“ ბილბაოში განადგურდა – საზონოვის ტაიმი

0
1

„ხეტაფე“, რომელშიც საბა საზონოვი გამოდის, ესპანეთის ლა ლიგის მე-10 ტურში სტუმრად ბილბაოს „ატლეტიკთან“ 0:4 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა. მანამდე, ზედიზედ სამი თამაში როგორც ჩემპიონატში, ასევე კონფერენს ლიგის ფაზაში თადარიგში იყო.
მატჩის მე-17 წუთზე მასპინძლები ბერენგერმა დააწინაურა, ხოლო 35-ე წუთზე თავი ინაკი უილიამსმა გამოიჩინა. 70-ე წუთზე სტუმართა კარი პარედესმა აიღო. 86-ე წუთზე „ხეტაფეს“ ნახევარმცველი მარიო მარტინი გაუძევეს. 88-ე წუთზე საბოლოო წერტილი ბერჩიჩემ დასვა.“ხეტაფე“ 9 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-17 პოზიციაზეა.
ლატვიის ჩემპიონატის 34-ე ტურში „რიგასმა“ გასვლაზე „სუპერ ნოვას“ 3:0 აჯობა. ქართველმა გარემარბმა ლაშა ოდიშარიამ გამარჯვებულებში შეუცვლელად ითამაშა და 59-ე წუთზე საგოლე გადაცემა გააკეთა, რომელიც მისთვის ამ სეზონში მე-10 აღმოჩნდა. „რიგასი“ 86 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია.

ლაშა თაბაგარი