ევრო 2028 დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში ჩატარდება

0
40

ფეხბურთში ევროპის 2028 წლის ჩემპიონატი დიდ ბრიტანეთში (ინგლისი, შოტლანდია, უელსი, ჩრდილოეთ ირლანდია) და ირლანდიაში ჩატარდება. ამის შესახებ უეფას პრესსსამსახური იუწყება.
ივლისში თურქეთის და იტალიის ფეხბურთის ფედერაციებმა გადაწყვიტეს ევროპის 2032 წლის ჩემპიონატის ერთობლივად ჩასატარებლად განაცხადი შეეტანათ. უეფას აღმასკომმა ამ ქვეყნების ფედერაციებს აცნობა, რომ მათ განაცხადს განიხილავს.
აქედან გამომდინარე, თურქებმა ევრო 2028-ის მასპინძლობა იუარეს. შედეგად, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გარდა მომავალი ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაზე პრეტენზია არავის აქვს.
ლაშა თაბაგარი