ლუის ვან გაალი „აიაქსში“ დაბრუნდა

0
46

ლუის ვან გაალი ამსტერდამის „აიაქსის“ სამეთვალყურეო საბჭოს კონულტანტად დაინიშნა საფეხბურთო საკითხებში.
„მსურს „აიაქსს“ დავეხმარო. ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს ამჟამად პორტუგალიაში ვატარებ, მაგრამ ეს კარგად ეხამება გარე კონსულტანტის როლს. მე მომწონს, რომ კლუბს ჩემი საფეხბურთო იდეები შევთავაზო“ – განაცხადა 72 წლის სპეციალისტმა, რომელიც „აიაქსს“ 1991-1997 წლებში ავარჯიშებდა და 3-ჯერ ნიდერლანდების ჩემპიონატი, ხოლო თითოჯერ ნიდერლანდების თასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას თასი, უეფას სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი მოაგებინა.
ბოლოს ვან გაალი ნიდერლანდების ეროვნულ გუნდს ავარჯიშებდა, რომლიდან შარშან დეკემბერში წავიდა.
შეგახსენებთ, რომ „აიაქსში“ საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე გამოდის, რომელიც კლუბმა ზაფხულში 16 მილიონ ევროდ შეიძინა.
ლაშა თაბაგარი