ლოჩოშვილი „პარმასთან“ დამარცხდა, კვერნაძე არ ათამაშეს

0
56

ლუკა ლოჩოშვილმა მიმდინარე სეზონში „კრემონეზეს“ შემადგენლობაში კიდევ ერთი მატჩი ჩაატარა. იტალიის სერია B-ს მე-8 ტურში კრემონელები თავის მოედანზე „პარმას“ შეხვდნენ და 1:2 დამარცხდნენ. საქართველოს ეროვნული ნარების მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.
„პარმადან“ ანგარიში 54-ე წუთზე ერნანიმ გახსნა, ხოლო მასპინძლებიდან საპასუხო ბურთი 64-ე წუთზე კასტანეტიმ გაიტანა. 66-ე წუთზე სტუმრებიდან თავი მანმა გამოიჩინა  და ეს გოლი შეხვედრაში გადამწყვეტი აღმოჩნდა. „კრემონეზე“ 10 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 პოზიციაზეა.
სერია A-ს მე-7 ტურში „ფროზინონე“ „რომას“ ეწვია და 0:2 დამარცხდა. საქართველოს 21-წლამდელთა შემტევი ნახევარმცველი გიორგი კვერნაძე სტუმართა განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. „ფროზინონე“ 9 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-10 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი