მამარდაშვილის გუნდის წარუმატებელი სერია „ბეტისთან“ გაგრძელდა

0
59

„ვალენსია“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს, ზედიზედ მეორე მატჩში დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გოლკიპერმა ისევ მაღალ დონეზე ითამაშა, მაგრამ „ღამურების“ კარში სამი გოლი მაინც გავიდა, თუმცა გიორგის ბრალი არცერთში მიუძღვის.
„ბეტისმა“ ანგარიში 41-ე წუთზე გახსნა, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან სტანდარტულის შესრულების დროს ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდეს, სადაც მარკ როკამ მოძებნა ასანე დიაო, რომელმაც ზუსტად დაარტყა.
52-ე წუთზე სევილიელთა კონტრშეტევის დროს ისკომ დაახლოებით 25 მეტრიდან „გაისროლა“ და მამარდაშვილმა ლამაზ ნახტომში ბურთი კუთხურზე, იხსნა რა სტუმრები კიდევ ერთი გოლის გაშვებისგან. კუთხური ისკომ ჩააწოდა და მარკ როკას თავურის წინააღმდეგ ქართველი მეკარე უძლური აღმოჩნდა.
ამის შემდეგ. „ბეტისიდან“ ორი გოლი ბორხა იგლესიასმა გაიტანა, მაგრამ ორივე შემთხვევაში თამაშგარე დაფიქსირდა.
85-ე წუთზე „ბეტისის“ კონტრიერიშის დროს ვილიამ კარვალიიოს პასის მერე ეზალზულიმ საჯარიმოს ხაზიდან მამარდაშვილს შანსი არ დაუტოვა – 3:0.
„ვალენსიას“ მიჯრით მესამე შეხვედრაა არ მოუგია – ერთი ფრე და ორი მარცხი.
რუბენ ბარახას შეგირდები 10 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილზე არიამ.
ლაშა თაბაგარი