გოჩოლეიშვილის და აზაროვის პირველი მარცხი სეზონში

0
26

დონეცკის „შახტარმა“, რომლის ღირსებას გიორგი გოჩოლეიშვილი და ირაკლი აზაროვი იცავენ, მიმდინარე სეზონში უკრაინის პრემიერლიგაში პირველი მატჩი წააგო.
დონეცკელებმა პოლტავის „ვორსკლას“ უმასპინძლეს და 1:2 დამარცხდნენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების ორივე ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში იყო – გოჩოლეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო აზაროვმა მოედანი 83-ე წუთზე დატოვა.
სტუმრები 22-ე წუთზე სკლიარმა დააწინაურა, რომელმაც პენალტი გამოიყენა. 57-ე წუთზე ზუბკოვმა საპასუხო ბურთი გაიტანა. 71-ე წუთზე „ვორსკლადან“ თავი ნესტერენკომ გამოიჩინა და საბოლოოდ პოლტაველებმა სამი ქულა აიღეს.
მოქმედი ჩემპიონი „შახტარი“ 18 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი