„ვოლფსბერგერმა“, რომელშიც სანდრო ალთუნაშვილი ირიცხება, ავსტრიის ბუნდესლიგაში ერთ-ერთი ლიდერი დაამარცხა.
მე-9 ტურში „ვოლფსბერგერმა“ ლასკს უმასპინძლა და 2:1 სძლია. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა სასტარტო შემადგენლობაში კიდევ ერთხელ ითამაშა და არ შეუცვლიათ. მასპინძლებიდან 25-ე წუთზე ანგარიში ბამბამ გახსნა, ხოლო მე-40 წუთზე რაიდერმა „ვოლფბერგერის“ უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. 74-ე წუთზე ვერატშინგმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. ლასკმა, რომელიც სატურნირო ცხრილში მესამეა, ანგარიშში სხვაობა 84-ე წუთზე შეამცირა. აღსანიშნავია, რომ მასპინძლებს 2 ფეხბურთელი გაუძევეს და თამაში 9 კაცით დაასრულეს.
„ვოლფსბერგერი“ 13 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა.
ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მე-8 ტურში „ლევანტე“ გასვლაზე „ელჩეს“ დაუზვდა – 0:0. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი მასპინძლების განაცხადში იყო, მაგრამ ამჯერად არ უთამაშია.
„ლევანტე“ 15 ქულით 22-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი





