„ბორდომ“, რომელშიც ზურიკო დავითაშვილი გამოდის, ზედიზედ მეორე შეხვედრა ვერ მოიგო.
საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-9 ტურში ჟირონდელები „გრენობლს“ ესტუმრნენ და 2 უპასუხო ბურთი გაუშვეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა შეუცვლელად ითამაშა და აქტიურობდა, მაგრამ ეს საბოლოოდ საკმარისი არ აღმოჩნდა.
„ბორდოს“ სეზონის წინ ლიგა 1-ში დაბრუნების ამბიცი ჰქონდა, მაგრამ ძალიან ცუდი სტარტი აიღო და 10 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-12 ადგილზეა.
„ალ ახდუდმა“, სადაც სოლომონ კვერკველია თამაშობს, მიმდინარე სეზონში მეორე შეხვედრა მოიგო.
მე-5 ტურის გამოტოვებულ შეხვედრაში „ალ ახდუდი“ გასვლაზე „ალ რაედს“ შეხვდა და 2:1 გაიმარჯვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა. „ალ ახდუდი“ 7 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-13 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი




