„ვალვაიკის“ მეკარე გონს მოვიდა – მიქაუტაძე ისევ არ ათამაშეს

0
32

„ვალვაიკის“ მეკარე ეტიენ ფასენი ამსტერდამის „აიაქსთან“ მატჩში მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ საავადმყოფოში გონს მოვიდა, რის შესახებ ნიდერლანდური მედია იუწყება.
ერედივიზიონის მე-7 ტურში „აიაქსი“, რომელშიც გიორგი მიქაუტაძე გამოდის, სტუმრად „ვალვაიკს“ შეხვდა. 84-ე წუთზე, როდესაც ამსტერდამელები 3:2 იგებდნენ, კარიდან ბურთის დასააუფლებლად გამოსული ფასენი სტუმართა თავდამსხმელი ბრაიან ბრობის შეეჯახა და უგონოდ მოედანზე დაეცა. როგორც ასეთი მძიმე დაზიანების შემთხვევასი ხდება ხოლმე, „ვალვაიკის“ ფეხბურთელებმა მას წრე შემოარტყეს, ხოლო ექიმებმა 28 წლის გოლკიპერი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მთავარი მსაჯის, კლუბების ოფიციალურ პირებსა და მატჩის ჩატარებაზე პასუხისმგებელ ნიდერლანდების ფეხებურთის ფედერაციის წარმომადგენლებს შორის თათბირის მერე, თამაში აღარ გაგრძელდა. ეს უკვე ზედიზედ მეორე შემთხვევაა, როდესაც „აიაქსის“ მონაწილეობით თამაში შეჩერდა. წინა ტურში „ფეინოორდთან“ სეხვედრისს დროს, როდესაც ამსტერდამელები შინ 0:3 აგებდნენ, გუნდის უკმაყოფილო გულშემატკივრებმა მოედანზე მაშხალები ისროლეს, რის გამო შეხვედრა შეჩერდა. „ფეინოორდთან“ დაპირისპირება 26 სექტემბერს დასრულდა და „აიაქსსმა“ საბოლოოდ 0:4 წააგო.
როტერდამელებთან დაპირისპირების მსგავსად, მიქაუტაძე „ვალვაიკთან“ მატჩშიც განაცხადში იყო, მაგრამ საქართველოსს ეროვნული ნაკრების ფორვარდი არც ამჯერად ათამაშეს.
ლაშა თაბაგარი