ბრატისლავას „სლოვანი“, რომელშიც საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია და ექსკაპიტანი ჯაბა კანკავა გამოდიან, სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-7 ტურში სტუმრად გასული სეზონის ვერცხლისმედალოსან „დუნაისკა სტრედასთან“ 1:3 დამარცხდა.
„სლოვანის“ სასტარტო შემადგენლობაში ორივე ქართველი ლეგიონერი იყო, რომელთაც შეუცვლელად ითამაშეს. „დუნისკა სტრედამ“ პირველი ტაიმი 2:0 მოიგო, ხოლო შესვენების მერე გუნდებმა გოლები გაცვალეს.
მოქმედ ჩემპიონი „სლოვანი“, რომელიც მიმდინარე კვირაში კონფერენს ლიგის ჯგუფში პირველ მატჩს ჩაატარებს 8 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
