საფრანგეთის ლიგა 1-ის 32-ე ტურში პსჟ-მ „ლორიანს“ უმასპინძლა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 2:2. პარიზელთა თადარიგში საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელსაც არ უთამაშია. ეს გასაგებია, რადგან 6 მაისს პსჟ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩს სტუმრად მიუნხენის „ბაიერნთან“ ჩაატარებს. ლუის ენრიკეს გაწვრთნილებმა პირველი თამაში შინ 5:4 მოიგეს.
„ლორიანთან“ შეხვედრას რაც შეეხება, მატჩის მე-12 წუთზე მასპინძლები მბაიემ დააწინაურა, ხოლო მე-12 წუთზე საპასუხო ბურთი პაგისმა გაიტანა. 62-ე წუთზე პსჟ-დან თავი ზაირ-ემერიმ გამოიჩინა. სტუმრებს ქულა ტოსენმა გადაურჩინა, რომელმაც თავი 88-ე წუთზე გამოიჩინა.
მოქმედი ჩემპიონი პსჟ 70 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





